კოქტეილი აპეროლ შპიტსი

კოქტეილი, აპეროლ შპრიცი, smartchef

Jul 17, 2024 - 11:33
Jul 17, 2024 - 11:34
 0  675
კოქტეილი აპეროლ შპიტსი
წინამომზ დრო  min
მომზადების დრო  min
ულუფა
სირთულე ადვილი

აპეროლ შპრიცი- ძალიან პოპულარული, მზისფერი სასმელია,რომელიც ალკოჰოლს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს. აქვს ციტრუსის დახვეწილი გემო, და ზომიერად გაზიანია. მისი დამზადება ადვილია სახლში,რადგან ის შეიცავს მხოლოდ სამ მთავარ ინგრედიენტს და ყინულს.

ინგრედიენტები

  • ყინული- 0,5 ჭიქა(200მლ)
  • ლიქიორი აპეროლი- 40მლ (2ს.კ)
  • პროსეკო- 60 მლ (3 ს.კ)
  • გაზიანი წყალი- 20 მლ (1 ს.კ)
  • ფორთოხლის ნაჭრები

ინსტრუქცია

  1. კოქტეილი ძალიან მარტივად მოსამზადებელია,მაგრამ ამისათვის წინასწარ უნდა მოვამზადოთ ყინული,გავაცივოთ ჭიქები და ყველა ინგრედიენტი.
  2. ცივ ბოკალში მოვათავსოთ ყინული.
  3. დავამატოთ აპეროლი(Aperol) 11%-ნი.
  4. დაუმატოთ შამპანიური(რადგან პროსეკკო მშრალი შამპანურია შეგიძლიათ ის შეცვალოთ სხვა ნახევრად ტკბილი შამპანურით)
  5. აკურატულად დავამატოთ გაზიანი წყალი( შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრაიტი)
  6. ბოკალი გავალამაზოთ ფორთოხლის ან მანდარინის ნაჭერით,შეგვიძლია ციტრუსი ბოკალშიც დავამატოთ.რადგან კოქტეილის ყველა შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა სიმკვრივისაა,უმჯობესია ნაზად მოვურიოთ და დაუყოვნებლივ მივართვათ სტუმრებს.