კოქტეილი აპეროლ შპიტსი
კოქტეილი, აპეროლ შპრიცი, smartchef
აპეროლ შპრიცი- ძალიან პოპულარული, მზისფერი სასმელია,რომელიც ალკოჰოლს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს. აქვს ციტრუსის დახვეწილი გემო, და ზომიერად გაზიანია. მისი დამზადება ადვილია სახლში,რადგან ის შეიცავს მხოლოდ სამ მთავარ ინგრედიენტს და ყინულს.
ინგრედიენტები
- ყინული- 0,5 ჭიქა(200მლ)
- ლიქიორი აპეროლი- 40მლ (2ს.კ)
- პროსეკო- 60 მლ (3 ს.კ)
- გაზიანი წყალი- 20 მლ (1 ს.კ)
- ფორთოხლის ნაჭრები
ინსტრუქცია
- კოქტეილი ძალიან მარტივად მოსამზადებელია,მაგრამ ამისათვის წინასწარ უნდა მოვამზადოთ ყინული,გავაცივოთ ჭიქები და ყველა ინგრედიენტი.
- ცივ ბოკალში მოვათავსოთ ყინული.
- დავამატოთ აპეროლი(Aperol) 11%-ნი.
- დაუმატოთ შამპანიური(რადგან პროსეკკო მშრალი შამპანურია შეგიძლიათ ის შეცვალოთ სხვა ნახევრად ტკბილი შამპანურით)
- აკურატულად დავამატოთ გაზიანი წყალი( შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრაიტი)
- ბოკალი გავალამაზოთ ფორთოხლის ან მანდარინის ნაჭერით,შეგვიძლია ციტრუსი ბოკალშიც დავამატოთ.რადგან კოქტეილის ყველა შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა სიმკვრივისაა,უმჯობესია ნაზად მოვურიოთ და დაუყოვნებლივ მივართვათ სტუმრებს.